ჩვენი გუნდი ეძებს სამშენებლო ობიექტის ზედამხედველს
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 2024 წლის 1 მარტი
კომპანია „ელემსი“ სამშენებლო პროექტების მენეჯმენტს 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს. გუნდი სრულად დაკომპლექტებილია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებით, რომელთაც აერთიანებთ მიზანი უკეთესი შენობა-ნაგებობების მშენებლობის პრეცენდენტებით, შექმნან უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრეაციული თუ სხვა გარემო. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.
პოზიცია: სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი:
სამეშენბლო ობიექტის ზედამხედველი პოზიცია მოითხოვს განათლებას სამოქალაქო, მაქანიკურ ან ელექტრო ინჟინერიაში, ასევე ფართო გამოცდილებას სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმართულებით, მათ შორის: კომერციული, რეზიდენტული, სასტუმრო, საოფისე და სხვა სპეციფიური დანიშნულების მქონე შენობებისთვის. კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.
მნიშვნელოვანი ფუნქციები:
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
ძირითადი მოთხოვნები:
მუშაობის დროს თუ განტვირთვა მოგინდება, შეგიძლია ითამაშო ფლეისთეიშენი 65 ინჩიან მონიტორზე. თამაშების არჩევანი მრავალფეროვანი გვაქვს: Fifa, Grand Turismo, Read Dead Redemption, Mortal Kombat და ა.შ. აგრეთვე, გვაქვს მაგიდის ფეხბურთი, დარტსი, ფიზიკური კონდიციის მწყობრში მოსაყვანად – მაგიდის ჩოგბურთი. ხშირად ვმართავთ ტურნირებს. ასე რომ, ჩვენთან ვერ მოიწყენთ ㋡
დილის დოპინგი – უგემრიელესი ნესპრესოს ყავა, ან თუ ისედაც ენერგიული ხარ და ყავა არ გესაჭიროება, შეგიძლია მიირთვა სხვადასხვა სახეობის ჩაი ლიმნით, თაფლით, ან თუნდაც ჯინჯერით ㋡. ქართული, აზიური და იტალიური სამზარეულოს მოყვარული თუ ხარ, მაშინ ლანჩისთვის ბევრი ფიქრი არ მოგიწევს, რადგან მათი რესტორნები ჩვენგან 20 მეტრის რადიუსშია.
ჩვენ გვიყვარს ორშაბათი დღე ㋡, რადგან უქმეების შემდგეგაც სასიამოვნო გარემოში ვუბრუნდებით. ჩვენთან მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენი გუნდის წევრები ერთმანეთს ხელს მაქსიმალურად ვუწყობთ. ვმუშაობთ ჰარმონიაში, გვიყვარს ერთმანეთი და ვცდილობთ ერთმანეთს კომფორტი შევუქმნათ.
ხარ მოტივირებული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი და გაქვს უნარი იზრუნო სხვებზე? გინდა ყველაზე მხიარული, მზრუნველი და გუნდური გარემო გახდეს შენი ცხოვრების ნაწილი? მაშინ გამოაგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენ შეგეხმიანებით.