კარიერა

მშენებლობის მენეჯერი

ჩვენი გუნდი ეძებს მშენებლობის მენეჯერს
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - ეს ადგილი ჩვენთან მუდამ ვაკანტურია

#მმ
განაცხადე!
შემოუერთდი ჩვენ გუნდს

კომპანია ელემსი სამშენებლო პროექტების მენეჯმენტს 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს. გუნდი სრულად დაკომპლექტებილია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებით, რომელთაც აერთიანებთ  მიზანი უკეთესი შენობა-ნაგებობების მშენებლობის პრეცენდეტებით, შექმნან უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრეაციული თუ სხვა გარემო. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

პოზიცია: მშენებლობის მენეჯერი

მშენებლობის მენეჯერის პოზიცია მოითხოვს ფართო ცოდნასა და  გამოცდილებას სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმართულებით, მათ შორის: კომერციული, რეზიდენტული, სასტუმრო, საოფისე და სხვა სპეციფიური დანიშნულების მქონე შენობებისთვის. კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა. მშენებლობის მენეჯერი ანგარიშვალდებულია სამშენებლო პროექტის მენეჯერთან და იმყოფება მასთან მუდმივ კოორდინაციაში.

მნიშვნელოვანი ფუნქციები:

  • კონტრაქტორ(ებ)ის, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, კონსტრუქციული, არქიტექტურული ასევე საინჟინრო სისტემების მასალების, სამონტაჟო სამუშაოების, მანქანა მექანიზაციის ყოველდღიური ზედამხვედველობა და ინსპექტირება, ნახაზებთან, სპეციფიკაციებთან სამონტაჟო ინსტრუქციებთან და მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან შესაბამისობაზე. შესაბამისი ინსპექტირების/შემოწმების აქტების მომზადება და ხელმოწერით დადასტურება
  • კონტრაქტორ(ებ)ის და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სამუშაოების კონტროლი და კოორდინაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამუშაოს შესრულება ისე, როგორც ეს გრაფიკითა და ბიუჯეტით არის გათვალისწინებული
  • სამუშაოების შესრულებაზე ყოველდღიური, ყოველკვირეული,  პროგრესის ანგარიშის მომზადება, შესრულებული სამუშაოების, კლიმატური პირობების, ცდომილებების, დეფექტების გათვალისწინებით, განსაზღვრულ სამუშაო ვადებთან და ბიუჯეტთან შესაბამისობის ანალიზის ჩათვლით
  • საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების ოქმების წარმოება.
  • სამუშაოების შესრულების აქტების (ფორმა 2)-ის შემოწმება და შესაბამისი შუალედური და საბოლოო გადახდის სერტიფიკატის მომზადება და დამკვეთისთვის მიწოდება
  • ყოველდღიური ფოტო–დოკუმენტაციის წარმოება
  • ფარული სამუშაოების აქტების წარმოება
  • რისკების დროული იდენტიფიცირება
  • მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან
  • უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მხრივ კონტრაქტორების მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასება და მონიტორინგი
  • პროექტის მენეჯერთან და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთობლივი მუშაობა

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • სტრესის მართვის უნარი
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
  • AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
  • FIDIC და/ან JCT და/ან NEC ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოთხოვნები:

  • მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება საინჟინრო, სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სფეროში
  • ბაკალავრის დიპლომი ან სერთიფიკატი არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენებლო, პროექტის მართვის (ან მსგავს სფეროში).
  • შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

 

კიდევ ფიქრობ?

რეკრეაცია და გართობა

მუშაობის დროს თუ განტვირთვა მოგინდება, შეგიძლია ითამაშო ფლეისთეიშენი 65 ინჩიან მონიტორზე. თამაშების არჩევანი მრავალფეროვანი გვაქვს: Fifa, Grand Turismo, Read Dead Redemption, Mortal Kombat და ა.შ. აგრეთვე, გვაქვს მაგიდის ფეხბურთი, დარტსი, ფიზიკური კონდიციის მწყობრში მოსაყვანად – მაგიდის ჩოგბურთი. ხშირად ვმართავთ ტურნირებს. ასე რომ, ჩვენთან ვერ მოიწყენთ ㋡

გურმანული ვნებები

დილის დოპინგი – უგემრიელესი ნესპრესოს ყავა, ან თუ ისედაც ენერგიული ხარ და ყავა არ გესაჭიროება, შეგიძლია მიირთვა სხვადასხვა სახეობის ჩაი ლიმნით, თაფლით, ან თუნდაც ჯინჯერით ㋡. ქართული, აზიური და იტალიური სამზარეულოს მოყვარული თუ ხარ, მაშინ ლანჩისთვის ბევრი ფიქრი არ მოგიწევს, რადგან მათი რესტორნები ჩვენგან 20 მეტრის რადიუსშია.

ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის

ჩვენ გვიყვარს ორშაბათი დღე ㋡, რადგან უქმეების შემდგეგაც სასიამოვნო გარემოში ვუბრუნდებით. ჩვენთან მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენი გუნდის წევრები ერთმანეთს ხელს მაქსიმალურად ვუწყობთ. ვმუშაობთ ჰარმონიაში, გვიყვარს ერთმანეთი და ვცდილობთ ერთმანეთს კომფორტი შევუქმნათ.

გაგიჩნდა სურვილი ჩვენი გუნდის წევრი გახდე?

ხარ მოტივირებული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი და გაქვს უნარი იზრუნო სხვებზე? გინდა ყველაზე მხიარული, მზრუნველი და გუნდური გარემო გახდეს შენი ცხოვრების ნაწილი? მაშინ გამოაგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენ შეგეხმიანებით.

დაინტერესდი აღნიშნული ვაკანსიით? ნუ იფიქრებ ბევრს! შეავსე ფორმა და ატვირთე CV.