კარიერა

სამშენებლო ობიექტის მენეჯერი

ჩვენი გუნდი ეძებს სამშენებლო ობიექტის ზედამხედველს
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა - 2024 წლის 1 მარტი

#სომ
განაცხადე!
შემოუერთდი ჩვენ გუნდს

 „ელემსი“-ის გუნდი ეძებს სამშენებლო ობიექტის მენეჯერს

კომპანია ელემსი სამშენებლო პროექტების მენეჯმენტს 2010 წლიდან წარმატებით ახორციელებს. გუნდი სრულად დაკომპლექტებილია მაღალკვალიფიციური ინჟინრებითა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებით, რომელთაც აერთიანებთ  მიზანი უკეთესი შენობა-ნაგებობების მშენებლობის პრეცენდენტებით, შექმნან უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამედიცინო მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრეაციული თუ სხვა გარემო. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

პოზიცია: სამშენებლო ობიექტის ზედამხედველი:

სამეშენბლო ობიექტის ზედამხედველი პოზიცია მოითხოვს განათლებას სამოქალაქო, მაქანიკურ ან ელექტრო ინჟინერიაში, ასევე ფართო გამოცდილებას სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმართულებით, მათ შორის: კომერციული, რეზიდენტული, სასტუმრო, საოფისე და სხვა სპეციფიური დანიშნულების მქონე შენობებისთვის. კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

მნიშვნელოვანი ფუნქციები:

  • კონტრაქტორ(ებ)ის, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, კონსტრუქციული, არქიტექტურული ასევე საინჟინრო სისტემების მასალების, სამონტაჟო სამუშაოების, მანქანა მექანიზაციის ყოველდღიური ზედამხვედველობა და ინსპექტირება
  • სამშენებლო ტექნოლოგიების, სამუშაოთა მოცულობების და ხარისხის, პროექტთან და მოქმედ ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტებთან, შესაბამისობის კონტროლი
  • პროექტის ნახაზების, სპეციფიკაციების, სამონტაჟო ინსტრუქციების და მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების შესაბამისად, ინსპექტირების/შემოწმების  აქტების მომზადება და დადასტურება
  • სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენა და მათი დროულად გამოსწორების კონტროლი
  • ქვეკონტრაქტორებისა და კონტრაქტორების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტების შესაბამისად
  • ყოველდღიური ფოტო–დოკუმენტაციის წარმოება.
  • ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება/დადასტურება.
  • რისკების დროული იდენტიფიცირება
  • მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან
  • უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მხრივ კონტრაქტორების მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასება და მონიტორინგი
  • პროექტის მენეჯერთან, მშენებლობის მენეჯერთან და პროექტში ჩართულ სხვა პირებთან ერთობლივი მუშაობა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • სტრესის მართვის უნარი
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი
  • ხარისხზე ორიენტირებულობა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • ანგარიშების წერის უნარი
  • MS Excel, MS Project, Adobe Acrobat Professional პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად ფლობა
  • AutoCAD და/ან Autodesk Revit პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად
  • FIDIC და/ან JCT და/ან NEC ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი სამოქალაქო, მექანიკური ან ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით
  • მინიმუმ სამ (3) წლიანი გამოცდილება სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სფეროში
  • შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა ჩაითვლება უპირატესობად

კიდევ ფიქრობ?

რეკრეაცია და გართობა

მუშაობის დროს თუ განტვირთვა მოგინდება, შეგიძლია ითამაშო ფლეისთეიშენი 65 ინჩიან მონიტორზე. თამაშების არჩევანი მრავალფეროვანი გვაქვს: Fifa, Grand Turismo, Read Dead Redemption, Mortal Kombat და ა.შ. აგრეთვე, გვაქვს მაგიდის ფეხბურთი, დარტსი, ფიზიკური კონდიციის მწყობრში მოსაყვანად – მაგიდის ჩოგბურთი. ხშირად ვმართავთ ტურნირებს. ასე რომ, ჩვენთან ვერ მოიწყენთ ㋡

გურმანული ვნებები

დილის დოპინგი – უგემრიელესი ნესპრესოს ყავა, ან თუ ისედაც ენერგიული ხარ და ყავა არ გესაჭიროება, შეგიძლია მიირთვა სხვადასხვა სახეობის ჩაი ლიმნით, თაფლით, ან თუნდაც ჯინჯერით ㋡. ქართული, აზიური და იტალიური სამზარეულოს მოყვარული თუ ხარ, მაშინ ლანჩისთვის ბევრი ფიქრი არ მოგიწევს, რადგან მათი რესტორნები ჩვენგან 20 მეტრის რადიუსშია.

ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის

ჩვენ გვიყვარს ორშაბათი დღე ㋡, რადგან უქმეების შემდგეგაც სასიამოვნო გარემოში ვუბრუნდებით. ჩვენთან მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა, რადგან დასახული მიზნების მისაღწევად ჩვენი გუნდის წევრები ერთმანეთს ხელს მაქსიმალურად ვუწყობთ. ვმუშაობთ ჰარმონიაში, გვიყვარს ერთმანეთი და ვცდილობთ ერთმანეთს კომფორტი შევუქმნათ.

გაგიჩნდა სურვილი ჩვენი გუნდის წევრი გახდე?

ხარ მოტივირებული, მიზანდასახული, პასუხისმგებლიანი და გაქვს უნარი იზრუნო სხვებზე? გინდა ყველაზე მხიარული, მზრუნველი და გუნდური გარემო გახდეს შენი ცხოვრების ნაწილი? მაშინ გამოაგზავნე შენი რეზიუმე და ჩვენ შეგეხმიანებით.

დაინტერესდი აღნიშნული ვაკანსიით? ნუ იფიქრებ ბევრს! შეავსე ფორმა და ატვირთე CV.