კომპანია ელემსი წარმოადგენს სამშენებლო პროექტის მენეჯმენტის, მშენებლობის ზედამხედველობისა და სამშენებლო პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების კომპანიას.
ჩვენი მისია: დამატებული ღირებულება და მეტი სარგებელი დამკვეთს
ელემსის საკონსულტაციო, საექსპერტიზო, ინსპექტირების, შეფასების, ტესტირებისა და მართვის სერვისები მოიცავენ სამშენებლო პროექტის ყველა ფაზას, როგორიც არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საინვესტიციო იდეის ფორმირება, იდეის შესრულებადობისა და მიზანშეწონილობის კვლევა, დაგეგმვა და პროექტირება, პოტენციური შემსრულებლების გამოკითხვა, შერჩევა და დაკონტრაქტება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში გაშვება და მშენებლობის მიღება-ჩაბარება. ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაზაზე კომპანია ელემსი ფოკუსირებულია დამკვეთისთვის ჩასაბარებელი შენობა-ნაგებობის ღირებულების ამაღლებაზე და ამას ახერხებს დამკვეთისთვის განსაზღვრული ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების შესაძლო მოკლე ვადაში და შესაძლო დაბალ ფასად მიწოდების უზრუნველყოფის ხარჯზე.
ჩვენი მიზანი: უკეთესი შენობა-ნაგებობის შექმნის პრეცენდეტი
ჩვენი კომპანია სრულად დაკომპლექტებულია სამშენებლო დარგის მაღალკვალიფიციური და ინოვატორი კადრებით, რომელთაც გვაერთიანებს მიზანი ხალხისათვის შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი, სამუშაო, სასწავლო, სამკურნალო, მომსახურების მიღება-გაწევის, რეკრიაციისა და სხვათა გარემოები, უკეთესი შენობა-ნაგებობების შექმნის პრეცენდეტებით.
კომპანია ელემსის ისტორია დაიწყო ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტის პრეზიდენტის სასახლის მშენებლობით. 2006 წელს სახელმწიფო უზრუნველყოფის დაკვეთით გერმანულმა კომპანია TÜV-SÜD GmbH-მ მოახდინა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობის მენეჯმენტის გუნდის ფორმირება ლოკალურად. ამ გუნდის მოვალეობაში შედიოდა TÜV-SÜD-ის ექსპერტებთან ერთად პრეზიდენტის სასახლის საპროექტო, სამშენებლო და საექსპლუატაციო გუნდის ჩამოყალიბება, მართვა, კოორდინირება, ზედამხედველობა და კონტროლი. პროექტის ფარგლებში ჩვენ მიერ მოხდა ევროპაში მოწინავე 30-ზე მეტი არქიტექტურული, საინჟინრო, სამშენობლო და საკონსულტაციო კომპანიების თავმოყრა. მიუხედავად მიმდინარე ფორსმაჟორული საომარი მდგომარეობისა ჩვენი შეუპოვარი ძალისხმევითა და უაღრესად კრეატიული გადაწყვეტების საფუძველზე უკვე 2010 წელს, როგორც იურიდიულმა პირმა ელემსი-მ მოვახდინეთ იმდროინდელი თბილისის რეალობაში ყველაზე პროგრესული და ტექნიკურად მოწინავე შენობის საბოლოო ტესტირება, კომისიონირება და ოფიციალურად ექსპლუატაციაში გაშვება.
სწორედ TÜV-SÜD-ის ექსპერტების მენტორობამ და ამ კომპანიის სამუშაო მეთოდოლოგიამ დანერგა ჩვენში სტრუქტურული, პრეციზიული და მეთოდური მიდგომები მშენებლობის მართვის მიმართ, ხოლო შექმნილმა პოლიტიკურმა გარემომ გვასწავლა თუ როგორ მივიყვანოთ დაწყებული პროცესი წარმატებულ დასასრულამდე ნებისმიერ ვითარებაში.
დღეს კომპანია ელემსი ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სამშენებლო პროექტების მართვის სფეროში, უკვე მრავალწლიანი გამოცდილებითა და მრავალფეროვანი ცოდნით. 2017 წლის ჩათვლით ჩვენი პორტფელი მოიცავს 500 000 000 ლარზე მეტი კაპიტალდაბანდების მართვას, ათობით კმაყოფილ კლიენტს და 200 000 კვ.მ.-ზე მეტ დასრულებულ შენობა-ნაგებობას.
ჩვენი ურთიერთობები არის სტაბილური, ნამდვილი და ერთგული. ჩვენი მიღწევები, გამჭვირვალობა და საქმისადმი მიძღვნა ქმნის ძლიერ და ხანგრძლივ ურთიერთობებს.
უკეთესი შენობების პრეცედენტებს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერასოდეს მივაღწევდით. ამ ყველაფერს ვქმნით გუნდურად – ჩვენს თანამშრომლებთან, დამკვეთებთან და პარტნიორებთან ერთად.
მუდმივად ცვალებადი გარემოდან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ გუშინდელი გადაწყვეტა დღეს შეიძლება უკვე მოძველებული იყოს ,შესაბამისად, ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად დინამიკურები და ვიმოქმედოთ დროის შესაბამისად, რათა ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პასუხობდნენ მომავლის გამოწვევებს.
დამკვეთის მოთხოვნების მიმართ გააზრებული და ცნობიერი დამოკიდებულებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი და პროექტში სხვა მონაწილე მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას იმ პროცესებში, რომლებიც ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ არის მომართული.
ჩვენი არსებობის განმავლობაში ვიყენებდით მშენებლობის როგორც ბრიტანულ – BSI – British Standards, ასევე გერმანულ სტანდარტებს DIN Standards – Deutsches Institut für Normung და უკვე უნიფიცირებულ ევრო სტანდარტებს EN norms. ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან არქიტექტორებთან, ინჟინრებთან და სხვადასხვა დისციპლინის საკონსულტაციო კომპანიებთან.
ვართ ევროპაში მოწინავე სხვადასხვა ლაბორატორიული, საექსპერტიზო, ტესტირების, ინსპექტირების, სერტიფიცირების და აკრედიტირების კომპანიების წარმომადგენლები, რაც საშუალებას გვაძლევს შევეჭიდოთ ნებისმიერი სირთულის პროექტს და არ ვიყოთ დამოკიდებული ლოკალურად არსებულ რესურსებზე.
პროექტირება და მშენებლობა უაღრესად კომპლექსური პროცესია, შესაბამისად მოითხოვს ამ სფეროში უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა შესრულდეს სპეციფიკაციებისა და სტანდარტების სრული დაცვით, დასრულდეს წინასაწარ განსაზღვრულ დროსა და ბიუჯეტში. ამასთან, პროცესში ჩართული ყველა მხარე დარჩეს კმაყოფილი.
კომპანია ელემსი-ს პროექტის მენეჯერები მრავალწლიანი გამოცდილების, ცოდნის, ეფექტური კომუნიკაციის, ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკებზე დაყრდნობილი და ჩვენს მიერ ლოკალურ ბაზარზე ადაპტირებული მეთოდოლოგიის საშუალებით დამკვეთის სახელით მართავენ, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევენ პროექტში ჩართულ ყველა მხარეს. შედეგად ვღებულობთ წარმატებულ პროექტებს რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, რაც მიზნად იყო დასახული დროის, ხარისხისა და ხარჯების კუთხით.
ელემსის მიერ წარმატებით განხორციელებული სამშენებლო პროექტები მოიცავენ ისეთ სექტორებს როგორიცაა: ჯანდაცვა, საგანმანათლებლო, ინდუსტრიული, კომერციული, საჯარო და საცხოვრებელი.
კომპანია ელემსი-ს სერვისები ფარავენ სამშენებლო პროექტის ყველა ფაზას როგორიცაა: წინასაპროექტო, პროექტირების, წინასამშენებლო, მშენებლობის და მშენებლობის მიღება ჩაბარების ფაზებს.
კარგ იდეას სწორი საწყისი სჭირდება.
სწორად დაიწყეთ ელემსისთან ერთად.
სამშენებლო პროექტი იდეით იწყება. ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე, როგორიცაა დამპროექტებლის შერჩევა ან უკვე დაგეგმილი საქმიანობის შესრულება, პროექტის დამკვეთმა უნდა გადაწყვიტოს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: რა მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო, რა ამონაგებს მოიტანს ინვესტიცია, რა ვადა დასჭირდება მშენებლობას, არის თუ არა განსახორციელებელი იდეა ფინანსურად და ტექნიკურად შესრულებადი, რამხელა უნდა იყოს სამშენებლო ტერიტორიის მოცულობა და როგორ შეიძლება მისი გამოყენება, რომელი სამშენებლო ნაკვეთი იქნება მშენებლობისთვის შესაფერისი და ა.შ.
მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მოითხოვს სპეციფიურ კვლევას, შეფასებასა და აქტივობებს, რომლითაც განისაზღვრება მისი შესრულებადობა.
დამკვეთების უმეტესობისთვის უკვე მოქმედი ძირითადი საქმიანობიდან სამშენებლო ბიზნესზე გადართვა დიდი გამოწვევაა, მაგრამ პროცესი მარტივდება თუ პროექტს იწყებთ ჩვენთან ერთად.
ჩვენ სრულად გთავაზობთ უძრავი ქონების დეველოპმენტის მართვის სერვისებს. კომპანია „ელემსი“-ს დამკვეთის გზამკვლევია პროექტის ინიცირების პროცესში, რაც თავის თავში გულისხმობს პროექტის გუნდის სტრუქტურის ჩამოყალიბებას, შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადებას, პროექტის მიზნების განსაზღვრას, პროექტის ფინანსურად თუ ტექნიკურად შესრულებადობის დადგენას, გარემოს კვლევასა და რისკების ანალიზს.
დაგეგმვისა და შესრულებადობის კვლევის პროცესში ჩვენ ვამზადებთ ტექნიკურ დავალებებს, გთავაზობთ მიწის ნაკვეთების სხვადასხვა ვარიანტს, შენობის სივრცულ სხვადასხვა შესაძლო კონფიგურაციას, ვამზადებთ პროექტის პირველად ხარჯთაღრიცხვასა და შესაბამის კალენდარულ გრაფიკს. განვსაზღვრავთ დამფინანსებელ წყაროებს და წარმოგიდგენთ საბოლოო ანგარიშს.
ჩვენ სწორად წარვმართავთ თქვენს საწყის იდეას.